გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესში ჩართვას მშობლებიც შეძლებენ

28-02-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი პროექტის „მშობლის საათი“-ს განხორცილება დაიწყო. პატარებს ერთი საათით მშობლები სტუმრობენ აკვირდებიან სააღმზრდელო პროცესს და სხვადასხვა აქტივობებით ახალისებენ.


დღეს, ახალციხის №5 საბავშვო ბაღს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, გია პეტაშვილი სტუმრობდა. მან შვილის ჯგუფში ერთი საათი გაატარა, შვილის თანატოლებთან საცხოვრებელი კომპლექსის „მესხეთი თაუერის“ აშენების ისტორიაზე ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.


პატარებმა საჩუქრად „მესხეთი თაუერის“ ბუშტები მიიღეს.


აქტივობას სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის, საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“ -ის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.