სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ლენტეხში, სოფელი ხოფურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი 10 000 ლარი სასაფლაოს კეთილმოწყობას მოხმარდება

1-03-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ მათთვის ყველაზე პრობლემურ და აუცილებლად მოსაგვარებელ საკითხად სასაფლაოს კეთილმოწყობა დაასახელა. შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 10 000 ლარი სასაფლაოს შემოღობვასა და მოვლა-პატრონობას მოხმარდება.


კრებას მუნიციპელიტეტის მერი უძღვებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გარე განათებებისა

და გზის პრობლემა, თუმცა დამსწრეთა უმრავლესობამ სასაფლაოს კეთილმოწყობას მიანიჭა უპირატესობა.


,,კრებაში მონაწილეთა 90%-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ჩარევის და მითითების უფლება არ გვქონდა. შევადგინეთ ოქმი და მაისიდან დაიწყება სასაფლაოს კეთილმოწყობა“,-აცხადებს ბადრი ლიპარტელიანი.


მერის ინფორმაციით, სოფელ ხოფურში კრებას 30 ადამიანი ესწრებოდა.


lentekhi.ge