გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამტრედიის საბავშვო ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

1-03-2019

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ბრალდებული, შპს "ელენიკოს" ხელმძღვანელი ნუგზარ მარკოიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.


მოსამართლემ ციცინო მოსიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ.

პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. მან წაყენებულ ბრალში თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. ნუგზარ მარკოიძემ აღიარა დოკუმენტების გაყალბება, თუმცა, უარყო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისა და მომხმარებლის მოტყუება.


ნუგზარ მარგოიძე სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებისთვის 28 თებერვალს დააკავეს.


გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას.


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


Kutaisi Post