გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

4-03-2019

დაბა თიანეთში ფერმერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა არსებული პროგრამები, რომელიც სოფლის განვითარებას უკავშირდება დაიხვეწოს და უფრო მეტად ადაპტირებული იყოს იმ საჭიროებებზე, რომელიც მოსახლეობას აქვს. ასევე, ბევრი საკითხია გარემოსდაცვითი მიმართულებით, ტყესთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რეგიონებში შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


სამინისტროს ცნობით, ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება პროექტში „დანერგე მომავალი“ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას.


ლევან დავითაშვილმა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ყვარის მთა“ 90 % -იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. კოოპერატივი 2016 წელს შეიქმნა და მასში 19 მეპაიეა გაერთიანებული.


„ვიმსჯელეთ მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათი უმეტესობა დღეს ადგილზე იქნა გადაწყვეტილი, ხოლო დანარჩენ ნაწილზე გრძელდება მუშაობა და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხებიც გადაიჭრება“ - განაცხადა შალვა კერესელიძემ.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის, საძოვრებისა და გადასარეკი ტრასების მოწესრიგების, დაცული ტერიტორიების გაფართოების, მუნიციპალიტეტების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის, რეგიონში პროფესიული განათლების ხელშეწყობის, მელიორაციის და სხვა საკითხები.


რეგიონული შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა.