გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი

4-03-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს გადააჭარბა. როგორც ხულოს მერიაში აცხადებენ, გზების გაწმენდით სამუშაოებს მერიისა და საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული მძიმე ტექნიკა აწარმოებს. ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ახორციელებენ.


ხულოს მერიის ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებს ხულო-უჩხოს საავტომობილო გზაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძე გაეცნენ.


ინტერპრესნიუსი