გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

5-03-2019

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.


ბოლნისის პოლიციის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და შსს-ს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობა 40 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა ასევე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.


შინაგან საქმეთა მინისტრი შენობის დათვალიერების შემდეგ ამავე განყოფილების თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.


„დღეს, ჩვენ აქ ვხსნით პოლიციის ახალ შენობას. ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი. აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით 60 000 მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავისი მოვალეობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ რომ წელს დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობები გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისში და ბაკურიანში. წელს აუცილებლად დავიწყებთ პოლიციის ახალი შენობის მშენებლობას ბათუმში და ეს იქნება აჭარის პოლიციის სავიზიტო ბარათი."- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა


შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობის პროექტები თანამშრომლებისათვის.