გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სენაკში თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

7-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში, თხილის ასოციაციის მწარმოებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.


შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენელმა სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. ასოციაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე სოფელში, ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას პირადად მიაწვდის. პროგრამის ფარგლებში თხილის მოვლის ყველა ეტაპზე, ფერმერებს აგრონომები რეკომენდაციას გაუწევენ და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფენ.


პროექტის ფარგლები, სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2 000 ერთეული მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემათ. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ, ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები. პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და ასოციაციას გაწევრიანებისთვის უკვე მიმართა 5 ათასამდე ფერმერმა. ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა. კარდაკარის პრინციპით, სხვადასხვა ჯგუფები მოქალაქეებს თხილის მოვლისა და მავნებელთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს თხილის ბაღებშივე აცნობენ. 6 მარტს, ასოციაციის წარმომადგენლების მიერ, საინფორმაციო შეხვედრები სენაკის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინასტრაციულ ერთეულში ჩატარდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა'' და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.