გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სენაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

11-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ პროგრამის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.


შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და კონსულტანტები დაესწრნენ.


თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს თხილის მოსავლის გადარჩენას.


ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი პირობებით შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები. მათ დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემათ შესაწამლი აპარატი.


ასოციაციის წამომადგენელთა მიერ, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მოსახლეობა ინფორმირებულია თხილის მოვლისა და მავნებელთან ბრძოლის ეფექტური საშუალებების შესახებ. - აღინიშნა სამუშაო შეხვედრაზე.


თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა'' და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.