12-03-2019
9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძის თქმით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აქვს.
9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, გუშინ გადმოიყვანეს.
ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.