12-03-2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილის III მიკრორაიონი, X კვარტალი, N108-ე საჯარო სკოლასთან; ვარკეთილის III მიკრორაიონი, X კვარტალი, N28-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან; ვარკეთილის III მიკრორაიონი, III კვარტალი, დემირელის სახელობის კოლეჯთან; თრიალეთის ქუჩა N7, N117-ე საჯარო სკოლასთან აიღეს.
გაზომვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
„6 და 8 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.6-ჯერ და 1.3-ჯერ, 9 მარტს- ქ.ბათუმში 1.6-ჯერ და ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ, 10 მარტს ქ.ქუთაისში-1.2-ჯერ, ქ.ბათუმში-1.9-ჯერ და ქ.რუსთავში 1.3-ჯერ, ხოლო 11 მარტს მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ. 7 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა“, - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.