შაბათი, აპრილი 05, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა მახინჯაურში ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს

12-03-2019

მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. გზის ერთ ზოლში მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

ბუტა ანთაძის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.

ამბობენ, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრაც სურთ.


მოსამართლემ მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20 წელი მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილება, დღეს გამოაცხადა.