გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მთავრობა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს

12-03-2019

საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" განხორციელებას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პროექტი სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში განხორციელდება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ სიძლიერესა და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას.


"შემოგვაქვს ახალი პროგრამა "აწარმოე უკეთესი მომავლისთვის", რომელიც დღეს ამოქმედდება. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ ორივე მხარეს მცხოვრები, მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის" , - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.