12-03-2019
საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ნადუქნარში მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომხდარ ფაქტს ადასტურებს და გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სოფელ ნადუქნარში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.