გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ოკუპირებულ გალში დაპატიმრებულმა მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა

12-03-2019

აფხაზეთის დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულმა საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს"-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.