გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სიღნაღის მერიაში სტუდენტთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

13-03-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური სამსახურის მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსებას იწყებს.


მუნიციპალიტეტის ცნობით, სწავლის საფასურის თანადაფინანსება გაეწევათ ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს (სტუდენტის მაქსიმალური ასაკი -26 წელი), რომელთაც სრული გადასახდელი თანხის 50% მერია დაუფარავს. სტუდენტი უნდა სწავლობდეს აკრედიტირებულ/ავტორიზებულ სასწავლებელში. თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 1125 ლარს.


პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: განცხადება მერის სახელზე, სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი, ობოლი ბავშვის შემთხვევაში მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. მერის წარმომადგენლის ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან სტუდენტის ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების შესახებ, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან.


ცნობა აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლიდან სწავლის საფასურისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ.