გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„vz.ru“(რუსეთი): არსებობს ვერსია, რომ ქართული სამეფო ოჯახის დასანგრევად სააკაშვილის ხელისუფლებამ შორენა ბეგაშვილი სპეციალურად დაიქირავა

13-03-2019

„საქართველოში ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა - ქართველმა „დედოფალმა“ თავის ყოფილ ქმარს, „მეფეს“, სასამართლოში უჩივლა. ერთი შეხედვით, ამ თითქოსდა საერო  ხასიათის პირადულ ამბავს ღრმა პოლიტიკური სარჩული უდევს“, - აღნიშნულია რუსული გამოცემის, «Взгляд»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო პორტალი  REGION.GE გთავაზობთ ევგენი კრუტიკოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა მოცემული საკითხის ისტორია, კერძოდ, თუ როგორ გაჩნდა მონარქიის აღდგენის იდეა თანამედროვე საქართველოში - ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის იმდროინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაუპირისპირდა, დაიბადა ლოზუნგი „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეცადა „ეპოვა“ ისეთი სახელმწიფოებრივი წყობა, რომლის დროსაც მსგავსი ინციდენტები არ იქნებოდა დაშვებული. მით უმეტეს, რომ ყველას ახსოვდა ზვიად გამსახურდიას დროს თბილისში დატრიალებული უბედურების - ქუჩის ბრძოლების შედეგები. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აზრით, ბაგრატიონების დინასტიას ღვთიური წარმომავლობა აქვს და ამიტომაც, მონარქიულ ხელისუფლებას ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური უნდა გაეხადა. მისი ძალისხმევით განხორციელდა ორი დაპირისპირებული შტოს წარმომადგენლების - ანასა და დავითის ქორწინება, თუმცა სიტუაცია შემდეგ საკმაოდ არასასურველი ფორმით განვითარდა: დავითმა, ესპანეთში გაზრდილმემა პლებეიმ, რომელიც ცუდად იცნობდა ქართულ რეალიებს, ქორწინების შემდეგ რომანი გააბა მოდელთან და მსახიობთან შორენა ბეგაშვილთან... არსებობს ვერსია, რომ შორენა მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაიქირავა, რომ მონარქიის აღდგენის იდეის დისკრედიტაცია მოეხდინა და ოჯახი დანგრეულიყო.


„კეთილშობილ ოჯახში“ მომხდარი სკანდალი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას მომავალი არ აქვს. ამ დავას უფრო ცუდი შედეგების გამოწვევა შეუძლია - საბოლოოდ დამარხავს საქართველოში მეფობის აღდგენის იდეას," - ნათქვამია სტატიაში.