გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ახალგაზრდის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია

14-03-2019

ამ დრომდე არ ფლობენ ოჯახის წევრები ინფორმაციას რუსი სამხედროების მიერ კასპის რაოინიდან 13 მარტს გატაცებულთა ზუსტი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ.


სავარაუდოდ, გატაცებული მოქალაქებიი ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. 


გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაფილაში მცხოვრები ახალგაზრდები რუსმა სამხედროებმა კუთვნილ ბაღებში გუშინ აიყვანეს და საოკუპაციო რეჟიმის ორჭოსანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.


ერთ-ერთი დაკავებულის დედის თქმით, მომხდარის შესახებ მათ არავინ დაკავშირებია.


ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე ბოლო დროს რუსი სამხედროების გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა.