გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოზურგეთის მერიის ავტოპარკის განახლებისთვის სამასი ათასი ლარი გამოიყო

14-03-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრები, მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილი თანხით დაინტერესდნენ.

სხდომაზე გაირკვა, რომ ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო თანხა 300 ათას ლარია.


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე მიიჩნევს, რომ თანხის განკარგვამდე უნდა შემუშავდეს პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის განაწილებას.



დეპუტატებს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამთ და მხარი დაუჭირეს მერიის მიერ ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებებისთვის სამასი ათასი ლარის გამოყოფას.


გურიანიუსი