გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლაგოდეხში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და დამატებით ერთ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

14-03-2019

ლაგოდეხის ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, დამატებით ერთ სკოლას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. სკოლები სოფელ კაბალსა და ჰერეთის კარში აშენდება, ხოლო რეაბილიტაცია კაბლის № 1 საჯარო სკოლას ჩაუტარდება.


აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან ერთად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიძემ, ,,MGF" _ ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჩიკვაიძემ.


ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის გზაზე, მისივე განმარტებით, "მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 % _ის ინვესტიციების განათლების სექტორში განხორციელებას.


გასულ წელს ,,მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 4 სკოლა, ლაგოდეხის № 1,ვარდისუბნის, განჯალისა და აფენის № 1 საჯარო სკოლები"- განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა დეპუტატმა.