გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ხულოში ორ ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა

14-03-2019

ხულოს მუნიციპალიტეტში, თოვლის დნობის შედეგად, მეწყრული პროცესები ორ ლოკაციაზე განვითარდა. მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ჯვარიქეთთან, ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, მეწყერმა ასევე სოფლების - ტუნაძეებისა და ქურდულის დამაკავშირებელი გზაც ჩახერგა.


ხულოს მერიის ინფორმაციით, ჯვარქეთის ტერიტორიაზე ჩამოწოლილი მიწის მასა უკვე გაწმენდილია, ხოლო სოფელ ტუნაძეებში ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია.