გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

15 მარტს უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსული პროპაგანდის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

14-03-2019

15 მარტს, 2 საათზე "მედიის განვითარების ფონდი" ღია საზოგადოების ფონდში უმიცრესობებით დასახლებულ რეგიონებში რუსული პროპაგანდის შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.


"საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება" კვლევის ფარგლებში უმცირესობათა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება და რუსული ტელეარხების (პირველი არხი, როსია 24) მონიტორინგი განხორციელდა. ამავე დროს კვლევის საგანი იყო, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე.


კვლევის ფარგლებში ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მარნეულსა და გარდაბანში ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა და ინფორმაციის წყაროების, ასევე მედია გზავნილებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქების მიმართ უმცირესობათა დამოკიდებულებების შესწავლა მოხდა.


კვლევა "ღია საზოგადოების ფონდის" მხარდაჭერილი პროექტის "ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ" ფარგლებში მომზადდა.