გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პირველად კავკასიაში, ჯიხვების GPS კვლევა დაიწყო

14-03-2019

ლაგოდეხის აღკვეთილში GPS საყელურით აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი პირველად მონიშნეს. პროექტი „ჯიხვის ტელეომეტრიული მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე“ 2018 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში GPS საყელურს 6 ჯიხვს დაუყენებენ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


„ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაგვეხმარება შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მოვაგროვოთ ჯიხვის პოპულაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჯიხვის ჰაბიტატის გამოყენების ასპექტები, ინდივიდუალური ტერიტორიის ზომა, დღე - ღამური და სეზონური გადაადგილების და მიგრაციის თავისებურება. ტელემეტრიულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია პოპულაციის რიცხოვნობის, დინამიკის დადგენა, პოპულაციაზე მოქმედი საფრთხეების შეფასება. ტელემეტრია ასევე დაგვეხმარება შევაფასოთ ტურიზმისა და ძოვების ზეგავლენა ჯიხვის პოპულაციაზე. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაუმჯობესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა“, - განაცხადა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ.


პროექტს ფინანსური მხარდამჭერია კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS), ხოლო განხორციელებაში ჩართულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.