გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წალენჯიხაში სოფელ მუჟავასთან დამაკავშირებელი გზა შენდება

17-03-2019

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მუჟავასთან დამაკავშირებელი 12-კილომეტრიანი სავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე  გზის  საფარის პირველი ფენა იგება.


გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები, გაბიონები, ეზოებში შესასვლელბი.


დაგეგმილია მდინარე ოლორის საავტომობილო ხიდისა და 30 მილხისდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც.

 პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება.


სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. გზის მშენებლობის პირობა სახელმწიფო რწმუნებულმა ადგილობრივებს სოფელში წინა ვიზიტის დროს მისცა.


მუჟავას გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.


პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.