გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ასპინძის მერიამ ახალციხის სასპორტო სკოლის სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა

18-03-2019

ახალციხის სასპორტო სკოლაში, "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019"- ის ფარგლებში, გოგოებსა და ბიჭებს შორის, ხელბურთში თამაშები გაიმართა. 
რეგიონის პირველობისათვის მონაწილეობდნენ ასპინძის საჯარო სკოლისა და ადიგენის საჯარო სკოლის გუნდები.


„პირველი ადგილი ბიჭებში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ადიგენის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. 

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

პირველ ადგილზე გასული გუნდები კი ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებას ნაქალაქევის საჯარო სკოლას, ბიჭების გუნდს, მათ მწვრთნელს და წარმატებებს უსურვებს“, - წერია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.