გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქუთაისის აეროპორტსა და სადახლოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

18-03-2019

9 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ისრაელის მოქალაქის მ.ლ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 673 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 149.91 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


15 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ა-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 66.45 გრამი) აღმოაჩინეს.


საქონლის ღირებულებამ 5 647.10 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5 647.10 ლარის ოდენობით შეეფარდა.