გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

19-03-2019

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.


ამ დროისთვის მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი მიმდინარეობს, პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით აქვთ.


სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი, პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.


პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლებს სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით გაწმენდს, რაც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.


პროექტის მიხედვით, ნაგებობა უნდა შედგებოდეს სატუმბო სადგურებისაგან, ფილტრებისაგან, აერაციისა და დალექვის ავზებისაგან, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან.


მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, პროექტის დასრულების შემდეგ, ინფრასტრუქტურით 35 000-ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.