გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მარნეულის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

19-03-2019

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადგილობრივი აქტივისტის სახელით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.


EMC ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე გასცენ.


სარჩელში EMC მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისგან ითხოვს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შეასრულონ მათზე ეროვნული და საერთაშორისო დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და უზრუნველყონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აზერბაიჯანულ ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული საჯარო პასუხის თარგმნა უმცირესობების ენაზე.


საქართველოს მოსახლეობის 13,2%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. მათგან ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს საქართველოს აზერბაიჯანელი თემი შეადგენს (6,3%), რომელიც კომპაქტურად სახლობს ქვემო ქართლის რეგიონში. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმრავლესობას აზერბაიჯანული თემი წარმოადგენს. სახელმწიფო ენის ცოდნის დონე ეთნიკურად აზერბაიჯანელ თემში წლების განმავლობაში განათლების პოლიტიკის ნაკლოვანების და სახელმწიფო ენის სწავლის პროგრამების სისუსტის გამო დაბალია.