გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ  ტრეფიკინგსა და განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა

20-03-2019

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ტრეფიკინგის ოთხ ეპიზოდსა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.რ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ვინაიდან ნ.რ. ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა. რუსეთის ფედერაციიდან ნ.რ. -ს საქართველოში ექსტრადირების შემდეგ დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა განხორციელდა, სადაც მსჯავრდებულმა ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა.


სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 24 ივნისიდან, 2013 წლის 31 მაისამდე ქ.ბათუმში ნ.რ., უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების - მ.რ.-ს, ფ.ი.-ს, შ.ჯ.-ს, დ.რ.-ს და რ.კ.-ს მიმართ ტრეფიკინგს ახორციელებდა.


2015 წლის 6 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ხ.რ. დამნაშავედ ცნო, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტით, მეორე ნაწილის ”ე” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ”გ” პუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო კ.დ. დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში (109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით) და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.