გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სენაკში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერეს

20-03-2019

პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მენეჯმენტი და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენელს რობერტ როთს, სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერს ნინო ხოხობაიას, დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდნენ.


გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს.


პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს. ის სამი წელი გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტის მომავალ თანამშრომლობას და ერთობლივად განსახორციელებელ უმნიშვნელოვანეს პროექტებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ ლტოლვილთა დანიის საბჭო არაერთი წელია თანამშრომლობს სენაკის მუნიციპალიტეტთან.


ამჯერად, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია საბავშვო ბაღ ,,ოცნებას“ ჩაუტარდება. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საბავშვო ბაღი ,,ოცნება“ და სათემო განათლების ცენტრი დაათვალიერეს.