გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორში ფერმერს 128 მსხმოიარე ვაშლის ხე გაუჩეხეს

22-03-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ფერმერს 128 მსხმოიარობაში ახლად შესული ვაშლის ხე გაუჩეხეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ გაავრცელა.



"მგონია, რომ ამის გამკეთებელი არის ნაძირალა და მეტი არაფერი. კაცი 4 წელი ელოდა მოსავალს და მსხმოიარობაში რომ შევიდა ხე, გაუჩეხეს. ამის გამკეთებელი მერე შვილების, ოჯახის და ქართველობის სადღეგრძელოს დალევს,” – წერს ნინო ზამბახიძე.


ფაქტზე გამოაძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.