გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკის მერმა მოქალაქეების პრობლემები და იდეები განიხილა

22-03-2019

22 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოქალაქეთა ტრადიციული მიღება გამართა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალტეტის მერს მოქალაქეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიმართეს, რომელიც ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და დასაქმების საკითხებს შეეხებოდა.


მოქალაქეებთან შეხვედრას მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი რამაზ კუპრეიშვილი ესწრებოდა. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განიხილა თითოეული მოქალაქის ყოფითი პრობლემები და დასახა მათი მოგვარების შესაძლებლობები.


"ჩემი, როგორც მუნიციპალიტეტის მერის და ამ ქალაქის მკვიდრის უპირველესი საზრუნავი, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების დროული მოგვარება და მათთვის შესაბამისი საარსებო გარემოს შექმნაა. ამისთვის კი შესაძლებლობის მაქსიმუმს გამოვიყენებ" - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.