გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვანის მუნიციპალიტეტი ახალი წლის დადგომას 29 დეკემბერს იზეიმებს

21-12-2017

ვანის მუნიციპალიტეტი ახალ წელს 29 დეკემბერს შეხვდება. საახალწლო კონცერტი, ტრადიციული თარიღის 31 დეკემბრის ნაცვლად, 29-ში 16:00 საათზე დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ საახალწლო სამზადისი თითქმის დასრულებულია.ნაძვის ხის აწყობა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ნაწილში საახალწლო განათება უკვე ჩართულია.

ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, საახალწლო კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიებისათვის მზადება კი ვანის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში უკვე დაიწყო.

წყარო: cyc.ge