გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში წამლობის დაწყებაზე შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება

23-03-2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.


სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მეფუტკრეებთან, რათა კოორდინირებულად დაიგეგმოს შეწამვლითი სამუშაოების ვადები და ფუტკრის დაცვითი ღონისძიებები.


აღინიშნა, რომ მეფუტკრე ფერემერებთან თანამშრომლობით დაიხვეწება შეტყობინებების სისტემა.


მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება.


შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან.


მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, გიორგი იაკობაშვილი და ზურაბ ლიპარტია ესწრებოდნენ.