26-03-2019
რამდენიმე წუთის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟიულთან ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
ავარიას პატრულ-ინსპექტორი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.