გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ გაიხსნა

29-03-2019

აჭარაში მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ მოეწყო. გახსნის ცერემონიას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ.

თოკების პარკის პირველი ვიზიტორები ნორჩი რეინჯერები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები იყვნენ.


„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. „თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168 000 ლარი დაიხარჯა.


მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად.