გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სენაკის საჯარო ბიბლიოთეკამ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს უმასპინძლა

29-03-2019

დღეს სენაკში ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა.


კვირეულის პირველ დღეს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.


1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.


,,დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, - ამბობდა ამ ისტორიული მოვლენის ორგანიზატორი - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომლის ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში.


სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 31 მარტს დასრულდება.