გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება

29-03-2019

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება, - უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.


მთავრობის მეთაურმა თეძამის წყალსაცავის პროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანი ქართული სოფლის გაძლიერებაა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მდინარე თეძამზე აშენდება წყალსაცავი, რომელიც წყლით 10 000 მოქალაქეს მოამარაგებს და შესაძლებელი გახდება 7 000 ჰექტარის მოცულობის მიწის მორწყვა, რომელიც დღეს ფაქტობრივად გამოუყენებელია.


„ეს არის მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შემოიტანს შიდა ქართლში და კონკრეტულად, კასპის რაიონში. საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზეა წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები. შესაბამისად, წყლის რესურსების გამოყენებას გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ეკონომიკა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, წყალსაცავით კასპის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 9 700 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება.


პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალსაცავის აშენებით იქმნება შესაძლებლობა, რომ სისტემურად და თანამიმდევრულად განხორციელდეს ინფრასტრუქტურული და აგრარული პროექტები, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია იქცეს ტურისტულ ზონად, განვითარდეს ტურიზმი.


„და ბოლოს, სწორედ ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებით გახდება შესაძლებელი მივაღწიოთ რეგიონების წინსვლას და სოფლების ფეხზე დაყენებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ საქართველოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


თეძამის წყალსაცავიდან, სასმელი წყლით 5 სოფელი მომარაგდება, კაშხალზე მოეწყობა ჰიდროელექტროსადგური. წყალსაცავის პროექტი შედგენილია გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 47 თვეში დასრულდება.