გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხობში როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას ფონდი "ქართუ" დააფინანსებს

29-03-2019

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი "ქართუ" მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.


ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ.


"ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა", - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი "ქართუ" დააფინანსებს.


ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ "ქართუს" თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს ადგილზე მისცა.