გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარდაბანში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

1-04-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ქესალოსა და ნაზარლოში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.


ქესალოში ახლად გახსნილ ორჯგუფიან ბაღში 60 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. სააღმზრდელო დაწესებულებაში სულ 11 ადგილობრივი დასაქმდა. ამასთან, სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 70-მდე აღსაზრდელი მიიღებს. მათ აღზრდაზეც 11 აღმზრდელი იზრუნებს. ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.


ორივე ბაღის მოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 41 187 ლარი დაიხარჯა.


2018 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ დრომდე 27 ერთეული საბავშვო ბაღის შენობა რეაბილიტირდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.


უახლოეს პერიოდში დამატებით სამი ახალი ბაღი გაიხსნება კალინინოში, ჯანდარასა და ყარაჯალარში. მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2019 წელს ხუთი ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.