გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

1-04-2019

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ხაშურში, გ.ლ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ.ხ-ს მუცლის არეში, ხოლო ო.თ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ზ.ხ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ო.თ.-ს გადარჩენა მოხერხდა.


სამართალდამცველებმა გ.ლ. 2018 წლის 30 ივნისს, ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.