გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დაბა სურამში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო

2-04-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სურამში, ე.წ „ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს.


გასულ წელს ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა - მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია. სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების დაგეგმვის პარალელურად მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც 3,3 ჰა ფართობზე გახორციელდება.


„ტყის განახლება/აღდგენა ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ჩავატარეთ სანიტარული ჭრები სურამის ტყეში, მაგრამ აუცილებელია, რომ ის რაც მოიჭრა - აღდგეს. შესაბამის სამუშაოებსაც ვახორციელებთ, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გაცხადებულიც გვაქვს, რომ მოხდება ტყის ხელოვნურად დარგვა, მათ შორის გაგრძელდება 2007 და 2017 წლებში ბორჯომში გადამწვარი ტყეების აღდგენითი სამუშაოები, რომელიც წინა წლებში დაიწყო და სატყეო სააგენტო განახლება/აღდგენის ღონისძიებებს წელსაც ინტენსიურად გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ, სანიტარული ჭრის ფარგლებში დაზიანებული რამდენიმე ათეული მუხის ხე მოიჭრა, მაგრამ მათ მაგივრად დაირგო ახალი მუხის და იფანის ხეები. საერთო ჯამში დაირგვება 6 000-ზე მეტი ნარგავი და სრულად მოხდება ტყის მასივის აღდგენა“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში მოიჭრა 90 გამხმარი მუხა. ხოლო, შესაბამისი სეზონის დადგომისთანავე ტყის გაშენების ღონისძიებებიც დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის აპრილის ბოლომდე 6 000 ნერგი, მათ შორის 4800 მუხა და 1200 იფანი დაირგვება.


სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით 500 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს, მათ შორის, გაგრძელდება ბორჯომის ხეობაში 2008/2017 წლებში ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენის ღონისძიებები.