2-04-2019
ადიგენში, ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ღირებულება 1 552 290 ლარია.
გზა ისტორიულ ძეგლამდე, ოქროს ციხემდე მიდის.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 2.63 კმ-ია. ტენდერში მონაწიელობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ხუთ აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დამთავრდება.
ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის ვადაში დასრულდება.
„პროექტით გათვალისწინებული გზის მონაკვეთი სოფლების დამაკავშრებლია და არ ითვალისწინებს ოქროს ციხემდე მისასვლელი გზი რეაბილიტაციას, მაგრამ მეორე ეტაპზე ტურისტულ ძეგლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. ამაზე როგორც მერია, ასევე, კულტურული მემეკვიდრეობის სააგენტო მუშაობს“, – აცხადებენ ადიგენის მერიაში.
ოქროს ციხე მე–13–მე–14 საუკუნის ძეგლია. ის უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია. ეს ძეგლში საქართველოში არსებულ ციხეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია.