გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის და მდ.არაგვის ამღვრევის გამო წყალმომარაგების მიწოდება შეიზღუდა

3-04-2019

ჟინვალის წყალსაცავში, წყლის დონის ვარდნისა და მდ.არაგვის ამღვრევის გამო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის სინჯების ლაბორატორიული დასკვენების საფუძველზე, რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული წყალსაცავიდან წყალმომარაგება შეზღუდა.


გამომდინარე აქედან, ქ. დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. პარალელურად, კომპანია ატარებს დამატებით ღონისძიებებს, რათა უახლოეს პერიოდში წყლის მიწოდება გაუმჯობესდეს. დღეიდან, კომპანია პრობლემურ ადგილებში მოსახლეობას წყალს წყალმზიდის საშუალებითაც მიაწვდის.


ყოველწლიურად, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა, რის გამოც სათავე ნაგებობაზე წყლის მარაგი მცირდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვითარების გაუმჯობესებამდე, წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკი წესდება.