გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს

3-04-2019

აბიტურიენტთა ნაწილი გამოცდაზე რეგისტრაციის დასტურს ელექტრონულ მისამართზე დაგვიანებით იღებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


"იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტრაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.


აბიტურიენტი დარეგისტრირებულად ითვლება, თუ მან ან ელექტრონულ ფოსტაზე დასტური მიიღო, ან შეტყობინება, რომელიც მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება.