გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

3-04-2019

31 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (22 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა.


საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.


ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.