3-04-2019
ხელვაჩაურში, სოფელ ქეთქეთში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. სოფელ ქედქედის მკვიდრებმა, რომლებიც დღეს სამართალდამცველებთან გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებულები პოლიციის შენობა უკვე დატოვეს. ისინი არ გამოუკითხიათ.
მათი თქმით, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ პოლიციაში გამოკითხვაზე ოთხის ნაცვლად, ერთი მაჭახლელი მივა.
სოფელ ქეთქეთის მოსახლეობის განცხადებით, ადგილობრივების უმრავლესობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, თუმცა ხელვაჩაურის მერიამ პირობა დაარღვია და ერთ-ერთ ბიზნესმენს მშენებლობის ნებართვა მისცა. სოფელ ქეთქეთის მცხოვრებლები ხელვაჩაურის მერიას მოუწოდებენ, პირობა შეასრულოს და ჰესის მშენებლობა შეაჩეროს.
მოსახლეობა დღეს პროტესტის ნიშნად ხელვაჩაურის მერიასთან მსვლელობა მოაწყვეს.