გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება მიიყენა

3-04-2019

ბათუმის ციხეში პროტესტის ნიშნად სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადვოკატმა თეონა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებს აპროტესტებენ.

„შემთხვევა 30 მარტს მოხდა. პატიმრები ითხოვენ წყალს, სამედიცინო მომსახურებას, წამლებს. ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი“, – ამბობს ადვოკატი.


ბათუმის ციხეში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შევიდა. ის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ამბობს, რომ სამივე მათგანი განცალკავებულია. ერთს ჰქონდა დაზიანება, მავთულით, ორის შემთხვევაში კი გამოყენებული ძაფი.


როგორ მოხდა აკრძალული ნივთები პატიმრებთან, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.