გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2022 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება

4-04-2019

2019 - 2022 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით კიდევ 217 დასახლებული პუნქტი მომარაგდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, შედეგად, საქართველოს მასშტაბით, 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 210 მილიონ ლარს შეადგენს.


„აღნიშნული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ, როდესაც 85 პროცენტიან ნიშნულს მივაღწევთ, საქართველო გაზიფიცირების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იქნება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.