გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კურორტ აბასთუმანში წყალარინების სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება

5-04-2019

დაბა აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და აშენდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა. პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს, ასევე ითვალისწინებს აბასთუმნისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.


სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 18,457,855.00 ლარია.


ამ დროისთვის, აბასთუმანში არსებული კანალიზაციის სისტემა ამორტიზებულია, წყალარინების გამწმენდი ნაგებობა კი დანგრეულია და არ ფუნქციონირებს. კურორტზე კანალიზაციის ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებში მოეწყო და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.


პროექტით გათვალისწინებულია არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც, არსებული ქსელი მოძველებულია და რეკონსტრუქციას საჭიროებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და მილდენი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მაისში იგეგმება და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც 1000-მდე ადგილობრივი და ათასობით დამსვენებელი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, ექნებათ უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება.


ამ დროისთვის, აბასთუმანში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3.727.121 ლარით ფინანსდება.