« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
6-04-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ბოლნისში 3 საცხოვრებელი სახლიდან სამკაულები და თანხა მოიპარა.
სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 2 აპრილს ა.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რომელსაც მისი ოჯახის წევრი ესწრებოდა. გამოკითხვის დროს ა.მ-ს დედამ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მისი საკუთრებაა.
გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ არმოღებულ სამკაულებზე ჩატარდა ამოცნობები და სამივე დაზარალებულმა მათი კუთვნილი ნივთები ამოიცნეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.